მოხარული ვარ, რომ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვმასპინძლობ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვმასპინძლობ ბოლო დღეების განმავლობაში და დღეს ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება.
ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი დაეცემა. საქართველო იქნება თავისუფალი”, – წერს უილსონი.