spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ქართველ ხალხს ექნება ტრამპის ახალი ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა

ქართველ ხალხს ექნება ტრამპის ახალი ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა, რაც ინაუგურაციამდეც ნათელი იყო, მაგრამ ამიერიდან მისი მხარდაჭერა უფრო და უფრო ხელშესახები იქნება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების ტირაჟირებით დაკავდება მსოფლიოს მასშტაბით.

“ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რისი ილუსტრაციაც იყო ტრამპის სიტყვა, რომ მსოფლიოში ყველა დემოკრატიებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა დემოკრატიებს დაუდგება გვერდით.

ქართველ ხალხს ექნება ტრამპის ახალი ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა, რაც ინაუგურაციამდეც ნათელი იყო, მაგრამ ამიერიდან მისი მხარდაჭერა უფრო და უფრო ხელშესახები იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების ტირაჟირებით დაკავდება მსოფლიოს მასშტაბით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აშშ-ში 20 იანვარს ამერიკის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები