“სს “ლუსოლი”, 100% მესაკუთრე ეკა ხვედელიძე, როგორც ჩანს, ოფშორებიდან გამოქცევა სრულდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი აბესაძე წერს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ორი არჩევანი ჰქონდა.
“სს “ლუსოლი” – 100% მესაკუთრე ეკა ხვედელიძე. როგორც ჩანს, ოფშორებიდან გამოქცევა სრულდება და კაიმანის კუნძულებიდან “თანაინვესტირების ფონდის” (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ეკა ხვედელიძე იყო) ქონება საქართველოში რეგისტრირებულ ამ სააქციო საზოგადოებაზე გადმოფორმდება.
ბიძინას ჰქონდა ორი არჩევანი:
მოესმინა ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის, შეესრულებინა მათი სამართლიანი მოთხოვნები და ამით საქართველოს მომავალიც გადაერჩინა და საკუთარი ქონებაც დაეცვა ან ეზრუნა მხოლოდ საკუთარი ქონების გადარჩენაზე და ისიც ცხადია დროებით, თუმცა გაეწირა საკუთარი ხალხი და სახელმწიფო უმძიმესი კრიზისის, სანქციებისა და გაჭირვებისთვის.
ბიძინამ აირჩია მეორე. ნეტა ნებაყოფლობით თუ “მეგობრის” დაძალებით?!” – წერს ირაკლი აბესაძე.