ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად “ქართული ოცნების” წევრი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე სტუდენტების ნაწილის პროტესტის და ხმაურის ფონზე აირჩიეს.
სტუდენტების თქმით, ხელისუფლება უნივერსიტეტის გაკონტროლებას ცდილობს.
აროშიძესთან ერთად რექტორობისთვის ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლორა და ფაუნას” დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე იბრძოდა.
რექტორს 11-წევრიანი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევდა. ასარჩევად საჭირო იყო 6 წევრის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი ტიტე აროშიძის ძმაა.