spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – 3+3 კარგი სატრანზიტო ფორმატია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნოს

ბიძინას გეგმა არის, რომ შეგვათრიოს 3+3 ფორმატში, იმიტომ, რომ პირდაპირ რუსეთის იმპერიაში გვადურთინოს თავი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 3 +3 კარგი სატრანზიტო ფორმატია იმისათვის, რომ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში დაბრუნდეს ქვეყანა.

“ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ავტორიტარული ძალაუფლების რეჟიმის შენახვას სჭირდება ძალიან დიდი რესურსები, რომელიც არ აქვს საქართველოს. სისტემას მუდმივი კვება სჭირდება, ბუნებრივია, რომ რისკი არის, რომ სისტემამ დაკარგოს სტაბილურობა. თვითონ რუსეთსაც არ უნდა ამაში გადახდა, ამიტომ, რუსეთს შემოჰყავს თავისი პარტნიორი ჩინეთი, იმისათვის, რომ შეიქმნას გარკვეული სტაბილიზაციის ფონდი სხვადასხვა პროექტის სახით. ჩინეთიც რუსეთს მოჰყავს, გგონიათ, ჩინეთი თავისით მოდის? მოდიან იმისთვის, რომ რეჟიმი კვებონ, რომ რეჟიმი არსებობდეს.

ბიძინას გეგმა არის, რომ შეგვათრიოს 3+3 ფორმატში, იმიტომ, რომ პირდაპირ რუსეთის იმპერიაში გვადურთინოს თავი. 3+3 კარგი სატრანზიტო ფორმატია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნოს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები