spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა 

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.

“ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის 66 ადამიანი დავკარგეთ. ვუსამძიმრებთ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მკურნალობას გადიან”, – განაცხადა იერლიკაიამ.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ განმარტა, რომ ინციდენტის შედეგად კიდევ 51 ​​ადამიანი დაშავდა, მათგან 17 გადაიყვანეს სახლში სამკურნალოდ, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი მონაცემებით, ხანძარი 11-სართულიანი სასტუმრო Grand Kartal-ის მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები