spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი დაუშვებლად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის თაობაზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

„უფრო მეტს მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც დასაბუთებულად წერილობით ჩაგვბარდება სასამართლოს გადაწყვეტილება. გავაგრძელებთ ქალბატონი მზიას უფლებების დაცვას, როგორც შიდა ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. დავიწყებთ მუშაობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვისთვის, ვინაიდან დარღვეულია, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური საფუძვლები, რაც აუცილებლად უნდა არსებობდეს პატიმრობის გამოსაყენებლად და ამიტომაც, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ასევე, 4 მარტს არის ჩანიშნული შემდეგი სასამართლო სხდომა, სადაც აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია, რომ უნდა შეიცვალოს აღმკვეთი ღონისძიება და პატიმრობის გამოყენების კანონიერი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა ჯაბა ქათამაძემ.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები