აქ ვხედავ ხალხს, რომელიც ყველაზე დიდი პატივმოყვარეობით, ყველაზე დიდი თავმოყვარეობით გამოირჩევა, რომელსაც ესმის ხარისხის მნიშვნელობა, ესმის, რომ თვითონ უნდა იყოს საქმის გამკეთებელი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საპროტესტო აქციები მნიშვნელოვანია.
“თითქოს, მთელი დღის განმავლობაში შენი წილი თავისუფლება გაკლია და რომ იპოვო ამ ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე უნდა გამოიარო. ტყუილად არ ჰქვია აქ მოსასვლელ ქუჩას თავისუფლების მოედანი. აქ ადამიანი რომ საკუთარ თავს მომავლის საქართველოს ნაწილად თვლის, ისე არსად. აქ ვხედავ ხალხს, რომელიც ყველაზე დიდი პატივმოყვარეობით, ყველაზე დიდი თავმოყვარეობით გამოირჩევა, რომელსაც ესმის ხარისხის მნიშვნელობა, ესმის, რომ თვითონ უნდა იყოს საქმის გამკეთებელი, თვითონ უნდა იყოს წარმატების მაგალითი.
ასე მოქალაქეებს ერთმანეთი გამოცდილი ჰყავდეთ, იშვიათია. წლების მერე ეს ყველაზე კარგი გასახსენებელი იქნება. ამიტომ, თვითონ ეს პროცესი არის ჩემთვის, მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები 55 დღეა, ყოველ საღამოს იმართება.