spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთში სანქციების პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება

ივანიშვილი გასული თვის მანძილზე, ფაქტობრივად, ემზადებოდა იმისთვის, რომ ბრიტანეთის იურისდიქციის მიერ მასზე სანქციების დაწესების შემთხვევაში, გადაემალა საკუთარი ქონება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ივანიშვილს  ვერ დაეხმარება.

“ივანიშვილი  გასული თვის მანძილზე, ფაქტობრივად, ემზადებოდა იმისთვის, რომ ბრიტანეთის იურისდიქციის მიერ მასზე სანქციების დაწესების შემთხვევაში, გადაემალა საკუთარი ქონება. ეს მას ვერანაირად ვერ დაეხმარება, რადგან უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული, როგორც ბრიტანეთს, ასევე დასავლეთს.

დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთში სანქციების პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება იმიტომ, რომ დღეს როდესაც ივანიშვილი არის ღიად მხილებული პუტინის მოკავშირე, ცხადია, რომ დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მისი მაქსიმალური შევიწროება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები