spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით დოიაშვილი – “ახალი თეატრი” გადის რეგიონებში, ყველგან, ყველასთან მივალთ და ნახავთ რა შეუძლია თეატრს

“ახალი თეატრი” გადის რეგიონებში, ყველგან, ყველასთან მივალთ და დავილაპარაკებთ და ნახავთ რა შეუძლია თეატრს, – ამის შესახებ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის წინ განაცხადა.

სცენაზე მსახიობებმა აქციების დროს დაკავებულთა სახელები წაიკითხეს.

“ამ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ, ვიწყებთ “ახალი თეატრის” მანიფესტს, აქ დგომა არ იყო ჩვენი არჩევანი. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დიალოგის გზა გამოგვენახა პროკურატურასთან – ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი ქართული კულტურა, დიდი მადლობა ამ ხალხს, ვინც დაგვეხმარა, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც – გვითხრა, რომ ჩვენ არ ვარსებობთ და საერთოდ არ ვაინტერესებთ. დიახ, დააბნელეს ყველაფერი, რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება, იქ ჩვენი ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.

ჩვენ ვიწყებთ “ახალი თეატრის” მანიფესტს, ეს ჩვენი თეატრის ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ ჩვენ დღეს, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება, აუცილებლად ერთად ვიქნებით.

“ახალი თეატრი” გადის რეგიონებში, ყველგან, ყველასთან მივალთ და დავილაპარაკებთ და ნახავთ რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა, ჩვენი მეგობრები, ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში  და სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ”, – განაცხადა დოიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები