სპეციალური პენიტენციური სამსახური ნიკოლოზ კაციას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად მას საკვების მიწოდება შეზღუდული აქვს.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ბრალდებულ ნ.კ.-ს უფლებების თითქოს შეზღუდვის შესახებ.
გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.
შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.
თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.
მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ კაციას საკვების მიწოდება შეზღუდული აქვს, მის კუთვნილ საბანკო ბარათზე მისთვის ჩარიცხულ თანხებს კი მისი თანამესაკნე იყენებს.