“ჰამასმა” ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა და “წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცა.
ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა.
სანაცვლოდ, „ჰამასი“ 200 პალესტინელს დაიბრუნებს, რომელთაგან 121-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მათი ნაწილი ეგვიპტის გავლით მეზობელ ქვეყნებში იქნება დეპორტირებული. 16 პალესტინელი – ღაზაში, დანარჩენები კი დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაბრუნდებიან.
ეს 19 იანვარს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში მეორე გაცვლაა.