ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი.
მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც 30 წელზე მეტია, ქვეყანას მართავს.
მანამდე, 21-25 იანვრის ჩათვლით წინასწარი ხმის მიცემა გაიმართა, სადაც აქტივობამ 41,81 % შეადგინა.