ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტს და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვა.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თავად მოითხოვა. გირაოს თანხა 5 000 ლარია. ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
პატიმრობაში რჩება სტუდენტი ანრი კაკაბაძე. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული. სწორედ ამ არგუმენტით მოსამართლემ კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.