ამ დროისთვის ლილოს ბაზრობაზე დამწვარია დაახლოებით, 5 000 კვადრატული მეტრი, როგორც სასაწყობე ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაშავებული არავინაა.
“ამ დროისთვის ლილოს ბაზრობაზე დამწვარია დაახლოებით, 5 000 კვადრატული მეტრი, როგორც სასაწყობე ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მიზეზზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.