spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო ლომჯარია – დაზარალების სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 52 პირს და 226 პირის მიმართ არის დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა

საჯაროდ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი აქვს, უარყოფითი, პოლიტიკური შეხედულებების გაჟღერებას აქციის მონაწილეების მიმართ, ისინი შედიან პოლიტიკურ დისკუსიაში მათთან, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას”  დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა მოქალაქეების მიმართ გრძელდება.

“გრძელდება დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა. 11 იანვარს თბილისში პოლიციამ გადამეტებული ძალის გამოყენებით მეორედ დააკავა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელსაც მიყენებული დაზიანებების გამო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ გია ჯვარშეიშვილი პირველი დაკავების დროს პირველ დეკემბერს პოლიციის მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, ცემის შედეგად მან მიიღო ტვინის შერყევა, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები, თავისა და სხეულის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. დაკავების დროს პოლიციელებმა მოპარეს მობილური ტელეფონი, საფულე და ზურგჩანთა.

საჯაროდ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი აქვს უარყოფითი პოლიტიკური შეხედულებების გაჟღერებას აქციის მონაწილეების მიმართ, ისინი შედიან პოლიტიკურ დისკუსიაში მათთან, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს ეთნიკური, პოლიტიკური, გენდერული, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების გამო და იყენებენ სიძულვილის ენას და პროვოცირებენ მათ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, დაზარალების სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 52 პირს და 226 პირის მიმართ არის დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, 52 დაზარალებული პირი არის ცოტა იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა ასობით ადამიანის მიმართ ძალის გამოყენებას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები