აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართებიან.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილებმა ეთერის ხალხისთვის დათმობა მოითხოვს.
მათივე თქმით, ასევე, უცვლელია მთავარი მოთხოვნები: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და სხვა ქალაქებში 63 დღეა, იმართება.