spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ამ პროცესში ჩვენი წვლილი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქართველი ხალხის

ამ პროცესში ჩვენი წვლილი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქართველი ხალხის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალში ამომრჩეველს იმაზე უფრო მრავალფეროვანი არჩევანი უნდა ჰქონდეს, ვიდრე წელს იყო.

“არ იყო გარანტირებული, რომ პარლამენტში არშესვლის ერთსულოვნება იქნებოდა. არაღიარების მოპოვება ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში, მოხერხდა. შეძლებისდაგვარად, მეორე დღიდანვე დაიწყო ხმების დაცვის პროცესი და დღემდე მიმდინარეობს ხმების დაცვის პროცესი. მანამდე მნიშვნელოვანი იყო, რომ ღიად მომხდარიყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან არაღიარება არჩევნების, რაშიც მე პირადად, არ ვიყავი დარწმუნებული. არშესვლა იყო პირველი ძლიერი ნაბიჯი. 10 კაციც რომ შესულიყო პარლამენტში, ეს შედეგი არ იქნებოდა.

ამ ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არჩევნები მოიგო. ივანიშვილს მოუწია გაყალბება. მან დრამატულად გააყალბა. შედეგი არის ის, რომ დემოკრატიულ მსოფლიოში არ აღიარებს მათ.

მე ვფიქრობ, ყოველთვის არის სივრცე გაუმჯობესების, მაგრამ ამ პროცესში ჩვენი წვლილი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქართველი ხალხის. ამ პროტესტის შუა გულში არის ხალხი. ჩვენ გვინდა, რომ მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდეს მომავალში, ვიდრე ახლა ჰქონდა ხალხს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები