ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე “სმარტის” შენობაში, მეორე სართულზე აფეთქება მოხდა.
“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების თქმით, შენობაში ერთი პირი იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია, აფეთქებამ მიმდებარე სახლების მინები ჩაამსხვრია.
აფეთქების ადგილას მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.