spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძე სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქართული დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან პარტნიორობის და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით თანამშრომლობა, პარტნიორობა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღემდე გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ტურიზმის სფეროში. ჩვენთვის პრიორიტეტია არსებული რესურსების მაქსიმალურად ათვისება და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება”, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები