spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ ყაველაშვილი – მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება, ეს არის რეალობა, ვერავინ იტყვის რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა არჩეული

საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, ეს ყველაფერი მას არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისი წინამორბედის სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც აცხადებს, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტია.

გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში, ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება პროკურატურისთვის არ წარუდგენიათ, ეუთოს დასკვნაც ადასტურებს რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ ყაველაშვილი არაკანონიერად აირჩიეს.

“პროკურატურას არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა არჩეული“, –  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა, მათთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპისკენ მიზანმიმართული სვლა უალტერნატივოა, ნორმალური ოპოზიციის არარსებობის ფონზე კი “ქართულ ოცნებას“ კონკურენტუნარიანი მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

“სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ვიღაც როგორც მონა ისე აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“. მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა მათთვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და მიზანმიმართული სვლა ევროპისკენ მნიშვნელოვანია. ამას ალტერნატივა არ აქვს. რომ არსებულიყო ნორმალური ოპოზიცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მაშინ იქნებოდა ის კონკურენტუნარიანი და შეძლებდნენ “ქართული ოცნების“ შეცვლას. ძალები რომლებიც ირწმუნებიან, რომ უნდათ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა, პირიქით აზიანებენ მიზანს”, –  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები