მძიმე გადაწყვეტილებაა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საერთოდ შეგვეზღუდა უფლებები და გარიცხვის კანდიდატები ვართ, – ამის შესახებ საქართველოსთან მიმართებით ევროსაბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი რამ საქართველოსთან დაკავშირებით არასდროს მომხდარა.
“ტრაგიკული სანახავია ევროსაბჭოში მომხდარი ფაქტი. ასეთი მაგალითი ჩვენ არ გვახსენდება მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოში გავწევრიანდით.
აქამდე არასდროს დამდგარა დელეგაციის ლეგიტიმაციის საკითხი.
დღეს ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ, როგორც ნაბიჯს იმისკენ, რომ საქართველო ამ საერთო ევროპულ ნაწილად შეიძლება, არ მოიაზრებოდეს იმიტომ, რომ რა სტატუსითაც ახლა ჩვენ დაგვტოვეს, ფაქტობრივად, ეს არის დამკვირვებლის სტატუსი. ჩვენ იქ ეფექტურად მონაწილეობის საშუალება შეგვეზღუდა. ფაქტობრივად, საქართველოს ხმა იქ წარმოდგენილი ვერ იქნება იმიტომ, რომ ევროსაბჭომ გვითხრა, რომ აპრილამდე დაგველოდება და მერე გადაწყვეტს, საერთოდ დაგვტოვებს თუ არა იქ. მძიმე გადაწყვეტილებაა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საერთოდ შეგვეზღუდა უფლებები და გარიცხვის კანდიდატები ვართ”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.