არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები ხვდებიან.
დაკავებულების ოჯახი მათთვის ინფორმაციის მიწოდებას აპირებენ, თუ რა ვითარებაში დააკავეს მოქალაქეები და როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები.
შეხვედრამდე საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ოჯახის წევრებს უნდა აცნობონ, რომ მათი შვილებისთვის მუშაობას აგრძელებენ.
“გვინდა, მივაწოდოთ პატიმრების ოჯახის წევრებს ინფორმაცია, რას ვაკეთებთ მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად, რომ ეს ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მუშავდება, იგზავნება ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით თუ პოლიტიკურ ინსტიტუტებში და ჩვენი ყველა პარტნიორი იქნება ინფორმირებული და ექნებათ დასაბუთებული მტკიცებულებები, რატომ არიან ეს ადამიანები რეჟიმის ტყვეები”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დაკავებული აქტივისტებიდან რამდენიმეს სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. საპატიმროში მყოფი აქტივისტებიდან კი რამდენიმემ შიმშილობა გამოაცხადა.