spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – ეს არის გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების მიმართ, რომ ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ ევროკავშირში

ეს არის გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების მიმართ, რომ ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ ევროკავშირში, სადაც არის მშვიდობა და კეთილდღეობა და უნდა დასრულდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან  მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრძელებს თავისი იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას.

“ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ახლა სირიაში, მას შემდეგ, რაც დიქტატორი ასადი გაიქცა და დაემხო მისი რეჟიმი. ეს კომუნიკაცია ჩვენი ევროპელი მეგობრების მეშვეობით დავამყარეთ და მივაწოდეთ ოთხივე კოალიციური გაერთიანების ხელმოწერილი მოთხოვნა  იმასთან დაკავშირებით, რომ უკან გაითხოვონ  სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება. ეს ძალიან  მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმ მოცემულობაში, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრძელებს თავისი იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვნახეთ, რომ ამას წინ აღუდგა აფხაზი საზოგადოების ნაწილი, ასევე მათ უნდა მივმართოთ, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ახლა გადავდგით, იმისთვის რომ უკან იქნეს გათხოვილი აღიარება სირიის ახალი ხელისუფლების მიერ,  ეს არის გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების მიმართ, რომ ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ ევროკავშირში, სადაც არის მშვიდობა და კეთილდღეობა და უნდა დასრულდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ, ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სირიის მიერ აღიარების უკან გამოთხოვა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ოთხმა ოპოზიციურმა  პარტიამ სირიის ახალ ხელისუფლებას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები