ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასოდეს მქონია პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და დაპირისპირება პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულს. დღეს ეს მქონდა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
“ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე გიორგი ჩოქურთან მქონდა შელაპარაკება. სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულ ადამიანს გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს. ავდექი და მქონდა ადეკვატური შეპასუხება. იქ 7-8 პოლიციელი იდგა, რომელმაც გააკავეს ეს ადამიანი. მეორე შეტევა რომ წამოიწყო, საკუთარი თანამშრომლები ჩაუდგნენ შუაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია “თბილისი მოლთან” გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.