spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბაჩიაშვილი – ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას, არ შეუძლია ასაკის გამო, გამოცხადდეს სასამართლოში

დაზარალებულმა მხარემ ივანიშვილის ასაკის გამო, მოითხოვა მისი დისტანციურად დაკითხვა. ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას, არ შეუძლია ასაკის გამო, რომ გამოცხადდეს სასამართლოში, –  ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა  გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

“როგორც, დაახლოებით, ერთი წლის წინ განვაცხადე, ივანიშვილი ვერ გაბედავს მეთქი საკუთარი თითქოსდა სიმართლის დასაცავად გამოცხადებასთქო, დღეს ახდა.

დაზარალებულმა მხარემ ივანიშვილის ასაკის გამო, მოითხოვა მისი დისტანციურად დაკითხვა. ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას, არ შეუძლია ასაკის გამო, რომ გამოცხადდეს სასამართლოში.

მას საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აკისრია დიდი პასუხისმგებლობა და მას კეთილი უნდა ენება და მოსულიყო აქ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სასამართლოც და პროკურორიც ემსახურება ივანიშვილს.

რასაც მოითხოვს ივანიშვილი, იმას დაუკმაყოფილებენ”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა. მას ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები