მიმდინარე წელს ბორჯომში, თორის N6-ში 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.
საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.
ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში ბორჯომში არაერთი პროექტი განხორციელდა.