კრიტიკის გაჩუმების და ხალხის და ოპოზიციის დაშინების აშკარა მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2 თებერვალს დაკავებულებთან დაკავშირებით წერს.
მისივე თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 4-წლიან პატიმრობად იქცევა.
“2 თებერვალს თბილისში აქციის 31 მონაწილე დააკავეს. ახლა რვას, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს ემუქრებათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას 4-წლიან პატიმრობაში აქცევს. კრიტიკის გაჩუმების და ხალხის და ოპოზიციის დაშინების აშკარა მცდელობა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.