spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

რევაზ ინანიშვილის სახელობის  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ გახსნა.

სოფელ ხაშმის სკოლის რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

სკოლის შენობა, რომლის რეაბილიტაციის ღირებულება 4 000 000 ლარზე მეტია, 320 მოსწავლეზეა გათვლილი.

სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. ამასთან, კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული მოედანი.

სკოლის გახსნაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები