spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა

დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობას. სკვერში განხორციელდება საერთო სამშენებლო და გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები. დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები, ფანჩატური, საპარკე სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყობა გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელი.

ასევე, მოეწყობა მინი სპორტული მოედანი და ფიტნესზონა.

მერის ოთარ არბოლიშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეების მოწყობაა.

“ბორჯომი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორჯომის მერმა.

სკვერის და სპორტული მოედნის მოწყობისთვის თანხები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები