ჩვენი თავის გადასარჩენად არის ბრძოლა, იმიტომ, რომ ამ ხალხს დაანონსებული აქვს ჩვეულებრივი ტერორი, რომელიც დააკაკუნებს ყველას კარზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მორალური სიცხადე არის ერთადერთი გზა დიქტატურასთან ბრძოლაში.
“ჩვენი თავის გადასარჩენად არის ბრძოლა, იმიტომ, რომ ამ ხალხს დაანონსებული აქვს ჩვეულებრივი ტერორი, რომელიც დააკაკუნებს ყველას კარზე.
მორალური სიცხადე არის ერთადერთი გზა დიქტატურასთან ბრძოლაში და არა ეშმაკური, ცბიერი გამოთვლები. როდესაც შენ გიპირისპირდება ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც კი საქართველოში არსებობს – რუსული შავი ფული და მთლიანი რესურსი, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს მიტაცებული ივანიშვილს, ამაზე მეტი რესურსი, არცერთ მმართველს არ ჰქონია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.