რუსეთმა პოკროვსკისთან ერთ თვეში უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე მთელი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რომელიც გაგრძელდა 10 წელი – 1999 წლიდან 2009 წლამდე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ჯარების ოპერატიული-სტრატეგიული ჯგუფის “ხორტიცას“ სპიკერმა, მაიორმა ვიქტორ ტრეგუბოვმა.
“პოკროვსკთან მხოლოდ იანვარში იყო 7 ათასი შეუქცევადი დანაკარგი აქვთ, რომ შევადაროთ, რუსების ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთის მეორე ომში 6 ათასი დაკარგეს.
ანუ ერთი მიმართულებით ერთ თვეში კარგავენ იმდენს, რამდენიც დაკარგეს თანამედროვე ლოკალურ ომებში”, – განაცხადა სპიკერმა.
მისივე თქმით, ყველაზე ცხელი წერტილი პოკროვსკის მიმართულება რჩება. ბოლო 24 საათის განმავლობაში იქ 54-მდე სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა. ტრეგუბოვმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსებს პოკროვსკის მახლობლად დიდი პროგრესი არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ პოკროვსკი დონეცკის ოლქის ქალაქია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ პუნქტად იქცა აღმოსავლეთ უკრაინაში.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 133 შეიარაღებული შეტაკება მოხდა. პოკროვსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს აგრესორის 54 თავდასხმა და შეტევითი ქმედება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ იანვარში თავდაცვის ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით 15 ათასი ოკუპანტი გაანეიტრალეს.