spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ერთი დღე ჯარში” პროექტის ფარგლებში ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

პროექტის “ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადას ქუთაისის მე-11 და მე-17 საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ხონის სამხედრო ბაზაზე ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. პროექტის ფარგლებში სამხედრო ქვედანაყოფმა ამჯერად იმ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, სადაც საგანმანათლებლო საპილოტე პროექტი „სამხედრო საქმე“ ისწავლება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვები ხონის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, სამხედროების საცხოვრებელ პირობებს, ჯარისკაცის ეკიპირებას, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას გაეცნენ და სამხედროებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს. მოსწავლეების განსაკუთრებული ყურადღება სიმულაციურმა ცენტრმა მიიპყრო, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საბრძოლო მოქმედებების სიმულაციას დაკვირვებოდნენ. მოსწავლეებმა ღონისძიების დასასრულს ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალებისადმი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები