უთხარით უარი მსგავს პრაქტიკაზე იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, არ დაემორჩილოთ ამ მოთხოვნას და მათ არ აქვთ უფლება გაგაშიშვლონ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სხვადასხვა მოქმედებების დავალებების შესრულება ქალის მიმართ განსაკუთრებით უტოლდება ღირსების შემლახველ მოპყრობას.
“გაეროს და ევროსაბჭოს სტანდარტებით სხეულის სრული გაშიშვლება და სხვადასხვა მოქმედებების დავალებების შესრულება ქალის მიმართ განსაკუთრებით უტოლდება ღირსების შემლახველ მოპყრობას და არის აკრძალული, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ეჭვები, ან დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ შეიძლება, ადამიანს სხეულში რაიმე აკრძალული ნივთიერება ჰქონდეს.
უთხარით უარი მსგავს პრაქტიკაზე იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, არ დაემორჩილოთ ამ მოთხოვნას და მათ არ აქვთ უფლება გაგაშიშვლონ და ჩაგატარებინონ სხვადასხვა მოქმედებები”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას განცხადებით, დაკავებულ აქტივისტებს დაკავებისას აშიშვლებდნენ და კონკრეტულ ქმედებებს აიძულებდნენ.