spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისის საქალაქო სასამართლო 9 ადამიანი 5000-5000 ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო მოსიძემ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის 9 ადამიანს 5000-5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

მოსამართლემ ყველა მათგანი სამართალდამრღვევად ცნო.

26 იანვარს მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუსიკოს ნინო ქათამაძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს ვლადიმერ აფხაზავას, ჟურნალისტებს – ხვიჩა ვაშაყმაძეს, ეკა კუხალაშვილს და გელა მთივლიშვილს, ასევე, ფსიქოლოგებს – ქეთევან ფილაურს და მაია ცირამუას, სამოქალაქო აქტივისტ ირინა ზარანდიას და ლანჩხუთის საკრებულოს წევრს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები