რეპრესიები გაზრდილია, დამირეკა პოლიციამ, ალბათ, უახლოეს პერიოდში ჩემი სასამართლო ჩაინიშნება. რომ დამიჭირეს და მცემეს, ახლა მე მედავებიან, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო დამნაშავეებს ქმნის.
“რეპრესიები გაზრდილია, დამირეკა პოლიციამ, ალბათ, უახლოეს პერიოდში ჩემი სასამართლო ჩაინიშნება. რომ დამიჭირეს და მცემეს, ახლა მე მედავებიან, სავარაუდოდ, ფული უნდათ, რომ მივცე. სასამართლო გვყავს, რომელიც დამნაშავეებს ქმნის.
ერთობაზეა სულ საუბარი, ეს ისეთი რამეა, რასაც საუბარი კი არა, კეთება უნდა. თუ რამე გსურს, ეგ გამოვა. ერთობა უნდა იყოს ისეთ დონეზე, როცა მიხვდები, რომ საარჩევნო დივიდენდებიც კი ერთნაირად გაინტერესებს.
გახარიას პარტიას რაც შეეხება, აქამდე რატომ არ ვამუნათებდით სიების არჩახსნაზე?! მას რა ლოგიკა აქვს, ის უნდა გაგვაგებინოს. მე მგონია, რომ მათი წარმოდგენით, თავად “ქოცები” ჩაუხსნიან სიებს”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.