რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა, თუმცა პოლიციამ მოქალაქეებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა.
გზის გადაკეტვის მცდელობისას პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ 3 ადამიანი.
სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
პროტესტის 75-ე დღეს მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.