ივანიშვილი ხვდება, რომ რუსთაველი არის გენერატორი პროტესტის, რომელიც უშედეგოდ არ ჩაივლის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ხვდება, რომ რუსთაველი არის გენერატორი პროტესტის, რომელიც უშედეგოდ არ ჩაივლის.
“რუსთაველის გამზირზე დგომა ივანიშვილისთვის ნიშნავს მის ჭრილობაზე დგომას. უკანასკნელ დღეებში ეს ყველაფერი საგრძნობლად არაადეკვატური რეაგირებით დასტურდება, ვინაიდან, რუსთაველი ამ პროტესტის სული და გულია, მთავარი სისხლძარღვია. ივანიშვილს ესმის, რომ თუ რუსთაველი არ არის პროტესტით მოცული, ქვეყანაში პროტესტი არ არსებობს. ივანიშვილი ხვდება, რომ რუსთაველი არის გენერატორი პროტესტის, რომელიც უშედეგოდ არ ჩაივლის. ცხადია, რომ სანამ ხალხი დგას და იდგება მიზნის მიღწევამდე, იქ დგომით გეოპოლიტიკური რუკაც საქართველოთია აღნიშნული და შესამჩნეველი ხარ ყველასთვის.
ივანიშვილს გაცნობიერებული აქვს, რომ საერთაშორისო იზოლაციისა და შიდა პოლიტიკური განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ის ძალიან ახლოს არის ეკონომიკურ კრიზისთან. ხვდება, რომ ეს პროტესტი თუ არ ჩაახშო, რომელსაც ვერ ჩაახშობს, მისივე წამოწყებული დაპირისპირება მოუტანს ძალიან მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მისივე რეჟიმს.
5 000-ლარიანი ჯარიმა ისე გაუჯდა ხალხს გონებაში, რომ თითქოს ეს ასე უნდა იყოს. ეს არის საგიჟეთი, როდესაც 5 000 ლარით აჯარიმებ იმისთვის, რომ ის უბრალოდ პროტესტს გამოხატავს, პლუს, სასანქციო პოლიტიკა გაამკაცრეს. იფიქრეს, რომ რუსთაველზე შავნიღბიანების გამოყვანით იქნებ კანონებმა გამოიღოს შედეგი. ჰქონდათ იმედი, რომ დაშინდებოდა ხალხი, მაგრამ არ დაშინდა ხალხი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.