spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ანდრეი შევჩენკო არის ჭირისუფალი და არ მსურს პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან

“რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში?“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის ანდრეი შევჩენკოს განცხადებას ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, ახლა უკრაინა განსაცდელშია, შევჩენკო ჭირისუფალია და ამ ეტაპზე, არ სურს პოლემიკაში შევიდეს ჭირისუფალთან და განმარტებები აკეთოს განცხადებაზე, სადაც შევჩენკო საუბრობს, რომ თბილისის მერთან ურთიერთობა აღარ აქვს.

“რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში? არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ ვუსურვებ ისეთ სიტუაციაში ყოფნას, რომელშიც ეს ქვეყანა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. ახლა უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება.

რაც შეეხება ანდრეი შევჩენკოს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის ჭირისუფალი. ჩემთვის, როგორც ქართველ ადამიანისთვის, ჩემი კულტურიდან, ტრადიციიდან გამომდინარე, შევიდე პოლემიკაში ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში, უკრაინელი ხალხი შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და გაანალიზებას, თუ რა მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.

UAF-ის პრეზიდენტმა  ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ კახა კალაძესთან ურთიერთობა არ აქვს.

“კალაძესთან არ მაქვს ურთიერთობა. მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს“, – განაცხადა შევჩენკომ.

კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო საფეხბურთო კარიერის დროს წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ – 1998–1999 წლების სეზონში კიევის “დინამოს” შემადგენლობაში, 2001–2006 და 2008 წლებში კი “მილანის” შემადგენლობაში. შევჩენკომ 2013 წელს თბილისში, კალაძის გაცილების მატჩშიც ითამაშა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები