spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჩხაიძე – 30 დღის შემდგომ ყოველი დღე ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლის და გართულების

ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და შიმშილობის ყოველი გაგრძელებული დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებებთან, – ამის შესახებ “ვივამედის” დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ხანგრძლივ შიმშილობას.

“ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და შიმშილობის ყოველი გაგრძელებული დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის ცილებისა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს სხვადასხვა და პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს.

რა თქმა უნდა, მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ამ ხანგრძლივ შიმშილობას და მის ეფექტს 31 დღის განმავლობაში. გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს, უფრო აქტიური იყოს, იმოძრაოს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 30 დღის შემდგომ ყოველი დღე ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლის და გართულების”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები