spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტ ალიევთან საუბარი გვქონდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ორ ქვეყანას შორის მობილობა გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ხალხთაშორის ურთიერთობებს.

მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

“აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტ ალიევთან და მას პირადად მინდა, მადლობა გადავუხადო გულისხმიერებისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალი მობილობა იყოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მეგობარ ქვეყნებს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამას აქვს ორმხრივად სასარგებლო დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთაშორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები