spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ეს ადამიანები არიან ციხეში და წარმომადგენენ საქართველოს და არა პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები, რომლებიც მათ აწამებენ

ეს ადამიანები არიან ციხეში და წარმომადგენენ საქართველოს და არა პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები, რომლებიც მათ აწამებენ და რომლებმაც ამ ახალგაზრდებს წაართვეს, –  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის არის სალომე ზურაბიშვილი.

“ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.  ეს არის ქართველი ხალხის მიერ მიღებული სიმართლე და ფაქტი. მზია ამაღლობელი ჟურნალისტი, რომელიც დააპატიმრეს, ის არის რეჟიმის მძევალი. ის 25 დღეზე მეტია, შიმშილობს. ის არა მხოლოდ თავისი თავის უფლებებისთვის იბრძვის, ის იბრძვის საქართველოს მომავლისთვის. მას სხვა იარაღი ბრძოლის არ გააჩნია.

ირაკლი დგებუაძე, რომელიც წარმოადგენს ბათუმის პოლიციას, ის არის ავტორი ამ საშინელების. გრიგოლ ბესელია არის ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი და ის არ არის საქართველო, მზია არის საქართველო. ახალგაზრდა მოსამართლე, რომელმაც მიუსაჯა მზია ამაღლობელს სასჯელი, ის არ არის საქართველო, მზია არის საქართველო.

საბა სხვიტარიძე, რომელიც პოლიტიკური მძევალია და მას ძალადობრივად გაუსწორდნენ, მას არ მიაწოდეს სამედიცინო დახმარება ორი კვირის განმავლობაში, მისტერ ფიცო ეს არის საქართველო.

ეს ადამიანები არიან ციხეში და წარმომადგენენ საქართველოს და არა პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები, რომლებიც მათ აწამებენ და რომლებმაც ამ ახალგაზრდებს წაართვეს, თავისუფლება და თქვენ მხარს უჭერთ ბატონო ორბანო, ფიცო, ამ კანიბალებს. ეს არ არის საქართველო, ისინი არ არიან ქართველები და თქვენ მხარი უნდა დაუჭიროთ ქართველს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები