spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე წულაძემ ბრიტანეთის საბჭოსა და Times Higher Education-ის წარმომადგენლებთან ტრანსნაციონალური განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ Times Higher Education-ის უმაღლესი განათლების მიმართულების მთავარ კონსულტანტს დევიდ პრენტისსა და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორს ზაზა ფურცელაძეს უმასპინძლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით  საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

“მინისტრმა  შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც Times Higher Education-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა. აღინიშნა, რომ კვლევის შედეგები საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის უდიდეს შესაძლებლობას იძლევა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ალექსანდრე წულაძემ  ხაზი გაუსვა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობას. მისი თქმით, ტრანსნაციონალური განათლების კვლევაში ასახული რეკომენდაციების ეფექტიანი განხორციელებისთვის სამინისტრო დისკუსიების წამოწყების მზაობას გამოხატავს.

ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს სამინისტროსთან მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და სამომავლო პარტნიორობის საქმეში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის შემდგომი ეტაპის ფარგლებში, Times Higher Education-ის კვლევის შედეგების საფუძველზე და ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით, შემუშავდება ქართულ-ბრიტანული ტრანსნაციონალური განათლების საგზაო რუკის დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება კონკრეტული აქტივობები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები