spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული ძალების ოცნება, რომ ქვეყანაში შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, ვერ იქნება რეალიზებული

ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკა საქართველოში დინამიურად ვითარდება.

“თქვენ ხედავთ, რომ აქაც არის პირდაპირი საბოტაჟი. კონკრეტული,  რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ძალები ცდილობენ შექმნან ნეგატიური მოლოდინები ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე, იანვარი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან აქტიური და ასე უნდა გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში. ამისთვის არსებობს ყველანაირი წინაპირობა, ამისთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, ის ვიზიტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, არაბულ სახელმწიფოებში, ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით გვექნება ძალიან დიდი წარმატება, როგორც 2025 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში, ის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც იქნა მოზიდული არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ძალების ოცნება, რომ ქვეყანაში შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, ვერ იქნება რეალიზებული. პირიქით, გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები