თუ საქართველოს ადარებ ბელარუსს, ე.ი. ამბობ, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, დავკარგეთ საქართველო, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა და გავაგრძელებთ ბრძოლას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს თუ მართლა სურს ქართველების მხარდაჭერა, უნდა დაასანქცირონ დამნაშავეები.
“ფული მათ ყველაზე მეტად სტკივათ, შეიძლება, გვქონდეს დიპლომატიური დაგმობები, უვიზო გავუუქმეთ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს და ეს მნიშვნელოვანია დიპლომატიურად და სიმბოლურად, რომ ჩვენ არ მოგვწონს რეჟიმი საქართველოში.
თუ მართლა გვსურს, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და მათ ბრძოლას დემოკრატიისთვის, მაშინ ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს და დავასანქციროთ დამნაშავეების ფინანსები. წევრმა სახელმწიფოებმა რეჟიმის წარმომადგენლებს ეროვნულ დონეზე უკვე დაუწესეს სანქციები. არ ვფიქრობ, რომ საქართველო დავკარგეთ ამიტომ, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.
მე ამ ეტაპზე საქართველოს ვითარებას არ შევადარებდი ბელარუსს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსს არ ჰქონდა დემოკრატიის მშენებლობის შესაძლებლობა. იქ მაშინვე ლუკაშენკო მოვიდა და დაამყარა დიქტატურა. საქართველოს მოქალაქეებს კი ჰქონდათ დემოკრატიის მშენებლობის შესაძლებლობა და საშუალება 30 წლის განმავლობაში. რადგან გაქვთ ეს საძირკველი, საყრდენი, ე.ი. გაქვთ შანსი, გააგრძელოთ დემოკრატიის მშენებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა, გჭირდებათ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. თუ საქართველოს ადარებ ბელარუსს, ე.ი. ამბობ, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, დავკარგეთ საქართველო, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა და გავაგრძელებთ ბრძოლას. არ მაქვს ილუზია, რომ რეჟიმი ქცევას შეცვლის, მათ ძალიან მკაფიოდ აირჩიეს მხარე და ეს რუსეთია. თავი არ უნდა მოვიტყუოთ და ვთქვათ, რომ თითქოს, “ქართული ოცნების” პირობებში საქართველოს ევროპულ ინტეგრაცია იარსებებს. თუ ვინმე ასე ფიქრობს, ის თავს იტყუებს. ვინც ასე ფიქრობდა, უკვე დატოვა “ქართული ოცნება” ან პოზიციები საელჩოებში”, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.