spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუკნევიჩიენე – ჩვენ ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, რომ სანქციები დააწესონ, რითაც უნდა მიჰბაძონ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს

ჩვენ ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, რომ სანქციები დააწესონ, რითაც უნდა მიჰბაძონ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოთხოვნებს შორისაა ახალი არჩევნებიც.

“ბოლო რეზოლუცია მივიღეთ 28 ნოემბერს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე კობახიძე გამოაცხადებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ და სანამ დემონსტრაციები დაიწყებოდა. ახლა კი, ჩვენ ახალ რეზოლუციაში აღვნიშნავთ, რომ ვითარება გაუარესებულია და ვახსენებთ ყველა იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა, ასევე ადამიანებს, ვინც ეს ძალადობა საკუთარ თავზე გამოცადეს, მათ შორის ჟურნალისტებს, ასე რომ, ეს არის სიტუაციის ძალიან ფართო შეფასება.

რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, ზოგიერთი მათგანი იგივეა, რაც წინა რეზოლუციაში იყო – პარლამენტისა და მთავრობის არაღიარება, რასაც ახლა პრეზიდენტის არაღიარებაც დავამატეთ. ახალი ასევე ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად და რა თქმა უნდა, სანქციები, რომელიც უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეს. ყველა მათგანი იქნება ნახსენები სახელებითა და გვარებით.

ჩვენ ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, რომ სანქციები დააწესონ, რითაც უნდა მიჰბაძონ აშშ-სა  და დიდ ბრიტანეთს, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ახალ არჩევნებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ვთხოვთ წევრ სახელმწიფოებს, არ მოახდინონ “ქართული ოცნების” ლეგიტიმაცია”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები