spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პეტრე ცისკარიშვილი – ძალიან ზუსტად მიაგნეს იმ მტკივნეულ ადგილს, რომელიც “ოცნების” რღვევას ხელს შეუწყობს

ევროპარლამენტმა და ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციებმა ძალიან ზუსტად მიაგნეს იმ მტკივნეულ ადგილს, რომელიც “ოცნების” რღვევას ხელს შეუწყობს, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დომინოს პრინციპით ჩამოიშლება “ოცნების” რეჟიმი.

“ჩვენ არ უნდა დავუჯეროთ “ოცნების” წარმომადგენლებს, როდესაც ამბობენ, რომ “არ ეშინიათ”, არ აწუხებთ ეს სანქციები. ძალიან მტკივნეულადაც ხვდებათ და  არა მხოლოდ მათ  სტკივათ, არამედ მათ გარემოცვასაც. იმ ადამიანებს, ვისზეც დგანან, იმ ბიზნესმენებს, რომლებთანაც “პარტნიორობენ” არანაირი ურთიერთობის დაჭერა და გაგრძელება მათთან აღარ ენდომებათ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ დომინოს პრინციპით “ოცნების” რეჟიმი ჩამოიშლება. ევროპარლამენტმა და ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციებმა ძალიან  ზუსტად მიაგნეს იმ მტკივნეულ ადგილს, რომელიც “ოცნების” რღვევას ხელს შეუწყობს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები