spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ეს რეზოლუცია ძალიან მკაცრი და ძალიან მნიშვნელოვანია

ევროპარლამენტის სანქციები არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ შემდეგ აღმასრულებელმა და ეროვნულმა ხელისუფლებამ  ეროვნული სანქციები თუ ევროკავშირის სანქციები გააფართოოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  დიპლომატიური პასპორტის მქონე პირების გარდა, ეროვნული პასპორტის მქონეებსაც შეეზღუდებათ ევროპაში გადაადგილება.

“ევროპარლამენტის სანქციები არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ შემდეგ აღმასრულებელმა და ეროვნულმა ხელისუფლებამ ეროვნული სანქციები თუ ევროკავშირის სანქციები გააფართოოს. მე პირადად, ვგულისხმობ, რომ შენგენის ერთიან სისტემაში უნდა იყოს ჩატვირთული ყველა იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტებით, არამედ ეროვნული პასპორტებითაც ვეღარ შევლენ ევროპულ ქვეყნებში და ვერც მათი ოჯახის წევრები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ეს რეზოლუცია ძალიან მკაცრი და ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები