სანამ ის ხელისუფლებაში იქნება, შეუძლია, რომ ისინი აქ დაახვავოს, მაგრამ ამასაც დაკარგავს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი არის დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროსგან სრულად იზოლირებული.
“ეს ცხადი ნიშანია იმისა, რომ ივანიშვილი არის დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროსგან სრულად იზოლირებული. დღეს მისი ამოცანაა, რომ თავისი აქტივი, რომელიც დასავლეთშია, დიდი სისწრაფით შემოიტანოს საქართველოში, რადგან სხვაგან ვერსად ვერ მიაქვს, ვერავის ვერ ენდობა და უნდა, რომ დაახვავოს საქართველოში.
ჩვენ ვუყურებთ, რომ ოფშორებიდან კომპანიების და ფულის გადმოფორმება სასწრაფოდ ხდება სასწრაფოდ, ნახატები და ხელოვნების ნიმუშები შემოაქვს.
სანამ ის ხელისუფლებაში იქნება, შეუძლია, რომ ისინი აქ დაახვავოს, მაგრამ ამასაც დაკარგავს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს თავის საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული ფერწერულ ტილოები საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმოაქვს.