spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუბიო – მომავალი დღეები და კვირები აჩვენებს, სურს თუ არა პუტინს მშვიდობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა გამოხატა თავისი ინტერესი მშვიდობისადმი, ამის დადასტურება კი უახლოეს მომავალში უნდა აჩვენოს.

რუბიომ აღნიშნა, რომ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინს ესაუბრა, რა დროსაც მან მშვიდობისადმი ინტერესი გამოხატა. მისი თქმით, ტრამპმა უპასუხა ხაზგასმით, რომ მას სურს ომი დასრულდეს გრძელვადიანი მშვიდობის პირობებით, სადაც გარანტირებული იქნება უკრაინის სუვერენიტეტი და არ გამოიწვევს ახალ შეჭრას რამდენიმე წელიწადში.

“ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ახლა, ცხადია, მას უნდა მოჰყვეს მოქმედება, ასე რომ, მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს რამდენად სერიოზულია ეს თუ არა.

მშვიდობა ხომ ერთი სატელეფონო ზარით ვერ დამყარდება. ერთი სატელეფონო ზარი არ წყვეტს ასეთ ომს, როგორიც ესაა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია პოტენციურად დაიწყოს ეს პროცესი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა უკრაინაში ომის დასასრულებლად.

“მაგრამ მე მჯერა, რომ ყველაზე გრძელი მოგზაურობაც კი იწყება პირველი ნაბიჯით. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები